- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- რაოდენობრივი მაჩვენებლები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ცხადდება კონკურსი თსუ-ს სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის პორტოს უნივერსიტეტში, მინიოს უნივერსიტეტში, ავეიროს უნივერსიტეტში და ტრაზ-უჟ-მონტიშისა და ალტუ-დორუს უნივერისტეტში (პორტუგალია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული MIND კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იმყოფებიან:
- ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრში;
- მაგისტრატურის საფეხურის პირველ და მეორე სემესტრში;
- დოქტორანტურის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრში.
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი ან პორტუგალიურენოვანი): https://mindicm24.up.pt/courses
- სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ეკონომიკა და ბიზნესი;
- იურიდიული;
- ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები;
- მედიცინა;
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 4 თვე
სტიპენდია მოიცავს: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება + საერთაშორისო დაზღვევის დაფინანსება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები!
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- ფოტო;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
- ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (FCE, IELTS, TOEFL - მინიმუმ B2 დონე, აღებული უკანასკნელი 6 წლის მანძილზე) ან თსუ-ს მიერ 2025 წლის 7 მარტს ან/და 2025 წლის 1 ოქტომბერს ორგანიზებული ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა);
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში);
- მასპინძელ უნივერსიტეტში ასარჩევი საგნების ჩამონათვალი (გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ ონლაინ აპლიკაციაში მოცემული ფორმა);
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (Support Letter; ინგლისურ ენაზე, პროფესორის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);
- ნაკლები შესაძლებლობების სტატუსის არსებობის დამადასტურებელი ცნობა (სტატუსი უნდა დასტურდებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობით);
- ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის);
- მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის);
განაცხადების მიღება იწარმოებს: 2025 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: https://mindicm24.up.pt/
არასრული ან/და დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!!!
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში:
- ხშირად დასმული კითხვები
- განაცხადის გაკეთების სახელმძღვანელო
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge